Sunday, September 20, 2015

მე-5 დღე
გავეცანით  მე-3 მოდულს, კერძოდ ინტერნეტ კავშირების გამოყენებას, კარგად გავიაზრეთ მათი აუცილებლობა კომპიუტერით მუშაობისას, გავეცნით საავტორო უფლებებს,მათ შეზღუდვებს. მე-4 მოდულში დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა, შევქმენით ე.წ. ,,ჩონჩხი"და შევინახეთ ჩვენს სამუშაო პროექტებში, ყვლაფერი შემდეგ დავაარქივეთ და გადავგზავნეთ ჩვენს მეილებზე.
 ყველაფერი ძალიან საინტერესო და სახალისოა...

Saturday, September 12, 2015

მესამე დღე

დავასრულე მშობლის ბუკლეტი, რაც დამეხმარება იმაში, რომ დავარწმუნო მშობელი და მოსწავლე პროექტებით სწავლების უპირატესობაში. შევიმუშავე ჩემი პროექტისათვის ესგ-ს მისაღწევი შედეგები და სასწავლო ამოცანები, გადავიტანე პროექტის გეგმაში.დავაარქივე ყოველივე ზემოთაღნიშნული და გადავაგზავნე მეილზე უსაფრთხოების მიზნით.ძალიან კარგი ტრენინგია, ყოველი მომდევნო დღე საინტერესოა...

Sunday, September 6, 2015

პირველი და მეორე დღის სწავლების ანონსი.
 მე საერთოდ ძალიან მიყვარს ნოვაცია(სიახლეები) , მიუხედავად იმისა რომ ვარ ისტ-ის პედაგოგი, ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე და გავიხსენე, შევქმენი ჩემი ბლოგი, რაც მომავალში გამომადგება საკითხის უკეთ გაანალიზებაში, მოვახდინე, მეილებით ინფორმაციის გადაგზავნა და  წაკითხვა. უკეთ გავიარე ბუკლეტის შექმნა (მშობლისთვის), სურათების ჩასმა, დაარქივება და გადაგზავნა მეილზე, ერთმანეთს გავუგზავნე კომენტარები. ასე, რომ ყოველი მომდევნო დღე საინტერესოა... ველი ბევრ უკეთესს მომავალ ღეებში